BBC: მარიუპოლი ქოლერის აფეთქების საფრთხის წინაშეა

BBC: მარიუპოლი ქოლერის აფეთქების საფრთხის წინაშეა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ ფაქტობრივად განადგურებული მარიუპოლი ქოლერის მასშტაბური აფეთქების რისკის წინაშეა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემა გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი დაზიანებული ან განადგურებულია, სასმელი წყალი კი ჩამდინარე წყლებთან არის შერეული. ქუჩებში ცხედრებისა და ნაგვის სიმრავლე ასევე უწყობს ხელს ანტისანიტარიას.

მარიუპოლის უკრაინელი მერი ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ ქალაქში უკვე გამოვლინდა ქოლერა, დიზენტერია და სხვა ინფექციური დაავადებები და უფრო მასშტაბური აფეთქების თავიდან ასაცილებლად მარიუპოლი ჩაიკეტა. თავის მხრივ, რუსეთის მიერ დანიშნული მერი აცხადებს, რომ ტესტები ყოველდღიურად ტარდება და ქოლერის შემთხვევები მარიუპოლში ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა.