ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ომის დაწყებიდან 10 ათასამდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ომის დაწყებიდან 10 ათასამდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ მისი შეფასებით, ომის დაწყებიდან დღემდე 10 ათასამდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

„კონფლიქტის დასაწყისში დღე-ღამეში საშუალოდ 100 ადამიანი გვეღუპებოდა. მაგრამ პირველი 20-30 დღის განმავლობაში რუსულ არმიას დღე-ღამეში 1000 ადამიანი ეღუპებოდა. ახლა რუსეთი დღე-ღამეში სულ მცირე 200-300 ადამიანს კარგავს“, - განაცხადა არესტოვიჩმა Youtube-არხის „ფეიგინ LIVE“ ეთერში საუბრისას.

კითხვას, შეიძლება თუ არა ამ მონაცემებზე დაყრდნობით იმის თქმა, რომ უკრაინულმა ჯარმა 10 ათასამდე მებრძოლი დაკარგა არესტოვიჩმა უპასუხა: „დიახ, დახლოებით ასეა“.