ვოლოდიმირ ზელენსკი: გარკვეული პოზიტივი გვაქვს ზაპოროჟიეში, თანდათან წინ მივიწევთ ხარკოვშიც

ვოლოდიმირ ზელენსკი: გარკვეული პოზიტივი გვაქვს ზაპოროჟიეში, თანდათან წინ მივიწევთ ხარკოვშიც

ფრონტზე სიტუაცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი და დონბასის სხვა ქალაქები, რომლებიც ოკუპანტების მთავარი სამიზნეა, დგანან, - განაცხადა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„გარკვეული პოზიტივი გვაქვს ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც ოკუპანტების გეგმის ჩაშლა ხერხდება. თანდათან მივიწევთ წინ ხარკოვში, ვათავისუფლებთ ჩვენს მიწებს. თავდაცვას ვინარჩუნებთ მიკოლაევის მიმართულებით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს დამცველს, რომელთა წყალობითაც ეს შესაძლებელი გახდა, რომელთა დამსახურებითაც უკრაინამ გაუძლო სრულმასშტაბიანი ომის 106 დღეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.