თუკი ოდესმე დევნიდნენ მედიას, ის რეჟიმი დევნიდა, რომელსაც დღეს ქალბატონი ფოტიგაა ჩახუტებული და თითქოს ტკბობითა და სიხარულით აკანკალებს ნაცბანდას რომ უყურებს - ეს ტყუილია, - ამის შესახებ დიპლომატმა, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ბატონი გვარამია როდიდანაა მედია სახე?! ის არის ნაციონალური რეჟიმის მეორე პირი. პირველი არის ციხეში მყოფი საერთაშორისო მაწანწალა, სააკაშვილი და მეორე, ამ დაჯგუფების ასევე ლიდერი, გვარამია. ქართველ ხალხს მადლიერები ბიძინა ივანიშვილის მიმართ არ გაუნელდებათ და იცით რატომ?! - მან საქართველოს წურბელები მოაცილა - სახელად „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან ახლა, ისინი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, იქნებოდა სამოქალაქო ომი, სისხლის ოკეანე და რაც ხდება უკრაინაში, არანაკლები იქნებოდა საქართველოში“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.