ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: რაზეც „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლის შემდეგ ძირითადი აქცენტი აქვს გადატანილი, სწორედ ამის ანარეკლია ეს რეზოლუცია

ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: რაზეც „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლის შემდეგ ძირითადი აქცენტი აქვს გადატანილი, სწორედ ამის ანარეკლია ეს რეზოლუცია

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასახული კრიტიკული გზავნილები კიდევ ერთხელ შეაფასეს მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ როდესაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლიან საქართველოს შიგნით, მსგავსი ქმედებები გარე ძალებისგან გასაკვირი არაა. ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ ევროპარლამენტის კრიტიკის მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკითხთა არასწორი ინტერპრეტაციებია.

„ეს რეზოლუცია თავიდან ბოლომდე არის „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი ამ ხნის განმავლობაში რაზეც საუბრობდა და ფაქტობრივად 2012 წლის შემდეგ, რაზეც აქვთ მათ ძირითადი აქცენტი გადატანილი, სწორედ ამის ანარეკლია. კონკრეტულად უნდა ითქვას, რომ ფაქტობრივ უზუსტობებზეა დაყრდნობილი. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა ასეთი ტიპის რეზოლუციები სამართლიანობას არ ასახავს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.