ირაკლი ჩიქოვანი: იმაზე საუბარს, თითქოს ბიძინა ივანიშვილს უნდა დაუწესდეს სანქციები, არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია და ეს არის უსაფუძვლო შესწორება

ირაკლი ჩიქოვანი: იმაზე საუბარს, თითქოს ბიძინა ივანიშვილს უნდა დაუწესდეს სანქციები, არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია და ეს არის უსაფუძვლო შესწორება

საფრთხის ქვეშ ამ ყველაფერს აყენებს ის დესტრუქციული გეგმა, რომელიც ოპოზიციას აქვს. ამ შემთხვევაში დესტრუქციული ძალიან რბილად ნათქვამია, უფრო მოღალატეობრივი გეგმა, რომელიც აქვს ოპოზიციას, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ დასმულ შეკითხვას, დგას თუ არა საფრთხის ქვეშ ის მიღწევები, რაც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აქვს მოპოვებული.

მისი თქმით, იმაზე საუბარს, რაც შესწორების სახით მოხვდა რეზოლუციაში, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილს უნდა დაუწესდეს სანქციები, ამას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია და ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო შესწორება, რომელიც სამწუხაროდ აღმოჩნდა ამ რეზოლუციაში.

„დავინახეთ გარკვეული არაპოზიტიური შეფასებები და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი უკვე საუბრობს იმაზე, ხელისუფლება როგორ უნდა შეცვალონ სწრაფად. ამ ქვეყანაში ხელისუფლებები იცვლებიან არჩევნებით. მიღწეული შედეგის მიმართულებით რეგრესი არ იქნება, იმიტომ რომ საქართველო აგრძელებს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს ყოველწლიური ასოცირების გეგმა, რომელშიც ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი ის რეფორმები, რაც ჩვენ უნდა გავატაროთ. იმაზე საუბარს, რაც შესწორების სახით მოხვდა ამ რეზოლუციაში, თითქოს ბიძინა ივანიშვილს უნდა დაუწესდეს სანქციები, არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია და ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო შესწორება, რომელიც სამწუხაროდ აღმოჩნდა ამ რეზოლუციაში“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

amo არ გამიკვირდება, რომ შესწორება მოხდა კობახიძის მიერ რეზოლუციის შეფასების გამო. უნდათ დაგვაჩმორონ. ვერ შეძლებენ.
2 წლის უკან