გია აბაშიძე: რა არასიღრმისეული ჟრიამულია

გია აბაშიძე: რა არასიღრმისეული ჟრიამულია "ნაცებისა"  Facebook-კედლებზე.  "იმხიარულონ" და ელოდონ ნანატრ "სანქციებს," თუ საქართველოს "აუტსაიდერობას" 

როგორ მკაფიოდ ჩანს, რომ არც არასდროს გაუგიათ თუ რა უმწვავესი განცხადებები კეთდება არა მხოლოდ ევროპარლამენტიდან, არამედ ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტებიდან ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ პოლონეთზე ანდა უნგრეთზე,’’ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მხარდამჭერების facebook პოსტებს. 

როგორც აბაშიძე წერს გაუგებარია მათი მხიარულების საფუძველი. 

,,რა არასიღრმისეული ჟრიამულია "ნაცებისა" და მათ ფეხის ხმაზე აყოლილ "კომპეტენტურთა" Facebook-კედლებზე. როგორ მკაფიოდ ჩანს, რომ არც არასდროს გაუგიათ თუ რა უმწვავესი განცხადებები კეთდება არა მხოლოდ ევროპარლამენტიდან, არამედ ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტებიდან ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ პოლონეთზე ანდა უნგრეთზე.
"იმხიარულონ" და ელოდონ ნანატრ "სანქციებს" თუ საქართველოს "აუტსაიდერობას" - წერს აბაშიძე.