პოდოლიაკი: თუ მერკელმა ყოველთვის იცოდა, რომ რუსეთი ომს გეგმავდა და პუტინის მიზანი ევროკავშირის განადგურებაა, მაშინ რატომ აშენებდა Nord Stream 2-ს?

პოდოლიაკი: თუ მერკელმა ყოველთვის იცოდა, რომ რუსეთი ომს გეგმავდა და პუტინის მიზანი ევროკავშირის განადგურებაა, მაშინ რატომ აშენებდა Nord Stream 2-ს?

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ საბოდიშო არაფერი აქვს 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე რეაგირების გამო.

„თუ კანცლერმა მერკელმა ყოველთვის იცოდა, რომ რუსეთი ომს გეგმავდა და პუტინის მიზანი ევროკავშირის განადგურებაა, მაშინ რატომ აშენებდა Nord Stream 2-ს? „გულუბრყვილო არ ვიყავი“ - თქვა კანცლერმა. მაშინ ევროკავშირი რუსული ნავთობისა და გაზის ნემსზე რატომ დასვით? და რატომ უნდა გამოასწოროს გერმანიამ ახლა ეს შეცდომები?“ - დაწერა მიხეილ პოდოლიაკმა Twitter-ზე.