ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ არაენდემურ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რეალური რისკი არსებობს.
„არაენდემურ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი რეალურია, მაგრამ ამ სცენარის თავიდან აცილება შესაძლებელია“, - აღნიშნა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
მან სახელმწიფოებს მოუწოდა, გაზარდონ ჯანდაცვის მომიტორინგის ზომები, რათა გააკონტროლონ ეს დაავადება და თავიდან აიცილონ მისი გავრცელება.
„ამჟამად მაიმუნის ყვავილის 1000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა ჯანმოს 29 წევრ სახელმწიფოში, სადაც დაავადება ენდემური არ არის“, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯანმო განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ რისკებით, რომელსაც ეს ვირუსი დაუცველ ჯგუფებს, მათ შორის ბავშვებსა და ორსულებს უქმნის.