საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) ავრცელებს.
პაველ ჰერჩინსკი ამჟამად ევროკავშირის საგარეო სამსახურში კრიზისებზე რეაგირების მმართველი დირექტორია. მანამდე კი ის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში დირექტორად მუშაობდა.
გარდა ამისა, იგი ასევე ასრულებდა პოლონეთის ელჩის ფუნქციებს პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტში.