ბატონო შალვა გირჩევდით, ლევან ბერძენიშვილი დაიქირაოთ, რათა თქვენი უმრავლესობის წევრები ლოგიკურ მეტყველებაში ავარჯიშოს, - ასე მიმართა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ოპოზიციონერმა კოლეგამ სალომე სამადაშვილმა.
„იქნებ მათ რაღაც განათლება დაჩქარებული კურსით მისცეს, რათა სიტყვის თქმისას მულტფილმების ციტირება არ სჭირდებოდეთ, რაც ჩემი აზრით ძალიან სირცხვილია“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა გიორგი ვაშაძე მულტფილმ „თაგვი და კატას” პერსონაჟს შეადარა.
„თაგვს ორგანულად ეშინოდა კატის. გახდა ლომი, მაგრამ მაინც ეშინოდა კატის. ჩვენთან არის ასეთი დეპუტატი გიორგი ვაშაძე, რომელიც ომახიანად გამოდის ხოლმე, მოგვიწოდებს სხვადასხვა რაღაცებს, რომ ვიომოთ, გვასწავლის როგორი მაგარია, როგორი მებრძოლია, მაგრამ ამავდროულად, ბუნებრივად არის ისეთი მშიშარა და მხდალი, რომ თუ ბრიფინგი არ ჩაატარა, საკუთარ კოლეგებთან სხდომათა დარბაზში ვერ ბედავს შემოსვლას. ასეთი დეპუტატიც არის ამ სხდომათა დარბაზში“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.