ნორვეგიამ უკრაინას 20-ზე მეტი ჰაუბიცა გადასცა

ნორვეგიამ უკრაინას 20-ზე მეტი ჰაუბიცა გადასცა

სკანდინავიურმა ქვეყანამ, ნორვეგიამ უკრაინას საარტილერიო შეიარაღება - 22 თვითმავალი ჰაუბიცა, მისი სათადარიგო ნაწილები, საბრძოლო მასალა და სხვადასხვა აღჭურვილობა გადასცა, - ინფორმაციას Reuters-ი ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ნორვეგიის მთავრობამ დახმარების საჯაროდ გამოცხადება უსაფრთხოების მიზეზით გადადო. დაგეგმილი დონაციების შესახებ, არ შეიძლება, ინფორმაცია გავრცელდეს ან კომენტარი გაკეთდეს“, - აღნიშნულია ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.