ვოლოდიმირ ზელენსკი: ევროკავშირის წევრობის კანდიდატიტის სტატუსის მოსაპოვებლად, უკრაინამ ყველა საჭირო სამუშაო გასწია - ახლა ბურთი ევროპული ქვეყნების მოედანზეა, მათ უნდა თქვან თავიანთი სათქმელი

ვოლოდიმირ ზელენსკი: ევროკავშირის წევრობის კანდიდატიტის სტატუსის მოსაპოვებლად, უკრაინამ ყველა საჭირო სამუშაო გასწია - ახლა ბურთი ევროპული ქვეყნების მოედანზეა, მათ უნდა თქვან თავიანთი სათქმელი

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, უკრაინამ ყველა საჭირო სამუშაო გასწია. ახლა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა თქვან თავიანთი სათქმელი, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, მიზნის მისაღწევად, დიპლომატიური ძალისხმევა ერთი დღითაც არ შეჩერებულა.

„მე ყოველდღიურად ვიღებ ინფორმაციას, მათ შორის - პროცედურული გადაწყვეტილებების მომზადებაზე. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდი, ასევე ჩვენი დიპლომატები და ზოგადად ჩვენი მთავრობა - ყველა, აბსოლუტურად ყველა მუშაობს, რათა უზრუნველყოს მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილების მიღება ივნისში, რომელსაც ჩვენ ყველა ველით. თავის მხრივ, უკრაინამ შეასრულა ყველა, აბსოლუტურად ყველა საჭირო სამუშაო ამ კუთხით. როგორც ამბობენ, ახლა ბურთი ევროპული ქვეყნების მოედანზეა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, უკრაინასთან ერთად, საქართველო და მოლდოვაც ელიან.