სერგეი გაიდაი: სევეროდონეცკში არავინ არაფერს არ დათმობს - ბრძოლა ძალიან სასტიკი იქნება, უახლოეს მომავალში, რუსეთის მხრიდან, გაძლიერებული დაბომბვა და მძლავრი შეტევებია მოსალოდნელი

სერგეი გაიდაი: სევეროდონეცკში არავინ არაფერს არ დათმობს - ბრძოლა ძალიან სასტიკი იქნება, უახლოეს მომავალში, რუსეთის მხრიდან, გაძლიერებული დაბომბვა და მძლავრი შეტევებია მოსალოდნელი

უკრაინელი დამცველები ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკის დათმობას არ აპირებენ, ქალაქში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, - განაცხადა ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ.

მისივე თქმით, პერიოდულად, უკრაინელი სამხედროების უკან დახევა არ ნიშნავს, რომ ისინი ნებდებიან.

„სევეროდონეცკში საერთოდ არავინ არაფერს არ დათმობს, თუნდაც ჩვენს სამხედროებს უფრო გამაგრებულ პოზიციებზე მოუწიოთ უკან დახევა, რადგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქ ყველაფერი ინტენსიურად იბომბება, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე დათმობს ქალაქს. დღეს ქალაქში ბრძოლები მიმდინარეობს და რუსული არმია ყველანაირ იარაღს იყენებს ქალაქის წინააღმდეგ“, - განაცხადა მან.

ჰაიდაის თქმით, რუსეთის სამხედრო სარდლობას დავალებული აქვს, 10 ივნისისთვის სევეროდონეცკი აღებული იყოს და ბახმუტ-ლისიჩანსკის ავტომაგისტრალს სრულად აკონტროლებდნენ.

„ყველა რეზერვს - ტექნიკაც და ხალხსაც, გამოიყენებენ ამ ამოცანების შესასრულებლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რასაც უახლოეს მომავალში ველით, არის ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის გაძლიერებული დაბომბვა და მძლავრი შეტევები. ბრძოლა ძალიან სასტიკი იქნება. ისინი ამოცანების შესასრულებლად ყველაფერს გამოიყენებენ“, - თქვა მან.