მამუკა მდინარაძე: დაიშლება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვიცი, მაგრამ მისი დეგრადაციის ხარისხი პარლამენტშიც ჩანს

მამუკა მდინარაძე: დაიშლება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვიცი, მაგრამ მისი დეგრადაციის ხარისხი პარლამენტშიც ჩანს

დაიშლება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვიცი, მაგრამ მისი დეგრადაციის ხარისხი პარლამენტშიც ჩანს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის გარეშე „ნაციონალური მოძრაობა“ არაფერია, მაშინ სხვა პარტია იქნებოდა.

„ის [სააკაშვილი] ერიდება მტკიცებულების შექმნას, რომ არაფორმალური მმართველობა, რაზეც ისინი უარგუმენტოდ ლაპარაკობენ მეორე მხარეს, რეალურად „ნაციონალურ მოძრაობაშია“, რადგან სხვა ლიდერები ჰყავთ ფორმალური ნიკა მელია და არაფორმალურად მართავს მიხეილ სააკაშვილი, ეს ყველამ იცის.

დაიშლება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვიცი, მაგრამ სამწუხაროა, რომ დღესაც კი „ნაციონალურ მოძრაობა“ მეორე პარტიაა საქართველოში და „ქართული ოცნების“ მთავარი კონკურენტია, თუმცა მისი დეგრადაციის ხარისხი პარლამენტშიც ჩანს. პრაქტიკულად ოპოზიცია არ გვყავს, რომელიც შემოვა საგნობრივ დისკუსიაში, მოგონილ თემებს წევენ ჰაერში და ამაზე გვიწევს პასუხის გაცემა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.