მამუკა მდინარაძე გიორგი ვაშაძეზე: დარბაზში ვერ შემოდის ისე, რომ ბრიფინგი არ ჩაატაროს თავის დასაზღვევად - ნუ ეშინიათ ნურაფრის, დამშვიდდნენ და დაწყნარდნენ

მამუკა მდინარაძე გიორგი ვაშაძეზე: დარბაზში ვერ შემოდის ისე, რომ ბრიფინგი არ ჩაატაროს თავის დასაზღვევად - ნუ ეშინიათ ნურაფრის, დამშვიდდნენ და დაწყნარდნენ

ჰალუცინაციები დაწყებია უკვე ამ ხალს. თუმცა, ამას თავისი საფუძველი აქვს - გუშინ ისეთი უზნეობა იკადრა, ეტყობა მერე შეეშინდა, - თქვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, რითაც გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ, თითქოს, „ქართული ოცნება“ მასზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს.

„კრებსითად ვამბობ, მარტო გიორგი ვაშაძე ხომ არ არის, იმ მხარეს, სადაც ადამიანები ომის პროპაგანდას აწარმოებენ და ვაჟკაცებად გამოჰყავთ თავიანთი თავი, დღეს დარბაზში ვერ შემოდიან ბრიფინგით დაზღვევის გარეშე იმდენად მშიშრები არიან. თავის დროზე ეს ხალხი კორპუსიდან უბანში ვერ ჩადიოდა უბნის ბიჭების შიშით და ეს ხალხი დღეს ომის პროპაგანდას ეწევა. ეს კონკრეტული ადამიანი [გიორგი ვაშაძე] ისე ვერ შევიდა დარბაზში ბრიფინგი რომ არ ჩაეტარებინა თავის დასაზღვევად. შიშის საფუძველი არ აქვს. ჰალუცინაცია იმიტომ ვთქვი, რომ ამის საფუძველი არ აქვს. მოეჩვენა რაღაცები და მის მოჩვენებებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, უბრალოდ შეშინებული ხალხი სხვანაირად პოზიციონირებს და ნუ ეშინიათ ნურაფრის. დამშვიდდნენ და დაწყნარდნენ“, - განაცხადა მდინარაძემ.