დღეს დარბაზში იმყოფება ჩვენი კოლეგა ოპოზიციიდან. ჩემ ბავშვობაში იყო მულტფილმი - „თაგვი და კატა“. თაგვს ორგანულად ეშინოდა კატის, გახდა ლომი და მაინც ეშინოდა კატის. ჩვენთან არის ასეთი დეპუტატი გიორგი ვაშაძე, რომელიც ომახიანად გამოდის ხოლმე, მოგვიწოდებს სხვადასხვა რაღაცებს, რომ მაგალითად ვიომოთ, გვასწავლის როგორი მაგარია, მებრძოლია, მაგრამ, ამავდროულად არის ისეთი მშიშარა და მხდალი, რომ თუ ბრიფინგი არ ჩაატარა, საკუთარ კოლეგებთან სხდომათა დარბაზში ვერ ბედავს შემოსვლას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება” მასზე თავდასხმას გეგმავს.
„დიახ, ასეთი დეპუტატიც არის ამ სხდომათა დარბაზში. ჩვენ ნამდვილად არ გიპირებთ ბატონო გიორგი ცემას, მაქსიმუმ, ვინც შეიძლება გცემოთ, გვერდით გიზით - ბატონი მანჯგალაძე. ამიტომ მისი გეშინოდეთ. ჩვენ ცემას არ გიპირებთ, მაგრამ გუშინდელ ტინგიცობაზე გიპასუხებთ შემდეგს, რომ სად ჩვენ და სად თქვენ. ამიტომ შეეგუეთ ამ რეალობას“, - მიმართა ღუდუშაურმა ვაშაძეს.