გიორგი ვაშაძე:  ბატონო შალვა, გაიხედეთ თქვენგან მარცხნივ - ხედავთ ცარიელ სკამებს?! სწორედ ეს არის მთავრობის დამოკიდებულება პარლამენტთან, თქვენს ანგარიშთან მიმართებაში

გიორგი ვაშაძე: ბატონო შალვა, გაიხედეთ თქვენგან მარცხნივ - ხედავთ ცარიელ სკამებს?! სწორედ ეს არის მთავრობის დამოკიდებულება პარლამენტთან, თქვენს ანგარიშთან მიმართებაში

ბატონო შალვა, შეგიძლიათ გაიხედოთ თქვენგან მარცხნივ?! ხედავთ ცარიელ სკამებს?! სწორედ ეს არის მთავრობის დამოკიდებულება პარლამენტთან, თქვენს ანგარიშთან მიმართებაში, - ასე მიმართა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილის პლენარულ სხდომაზე, სადაც საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.

„საქართველოს კონსტიტუციით პარლამენტს აქვს საზედამხედველო ფუნქცია მთავრობაზე და არა მთავრობას პარლამენტზე, ეს სწორედ ის დამოკიდებულებაა, რომელიც მათ დღეს აქვთ პარლამენტთან მიმართებაში და პირადად თქვენთან მიმართებაში, თქვენი ვალდებულებაა, რომ ამ ადამიანებს ბოლომდე აქ ყოფნა ვალდებულებაში ჰქონდეთ, ზუსტად იმიტომ, რომ პროკურატურას ანგარიში არ მოაქვს, იმიტომ, რომ სუს-ს ვერ იბარებთ მოხსენების ჩასაბარებლად, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე იყო ინიცირებული, ამიტომ ხდება მსგავსი რამ. ეს არის რეალური სურათი რაც დღეს ხდება საქართველოში და რა დამოკიდებულება აქვს მთავრობას პარლამენტთან მიმართებაში, ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობთ და არა სამთავრობო რესპუბლიკაში, პარლამენტი გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე მთავრობა”, - მიმართა გიორგი ვაშაძემ შალვა პაპუაშვილს.