"რევანში პრეზიდენტზე..." - ალან გაგლოევი სკანდალში ეხვევა: როგორ ეხმაურებიან სამხრეთ ოსეთში ინფორმაციას, რომ "პრეზიდენტი" აშშ-სა და საქართველოს ინტერესებს ლობირებს

"ალან გაგ­ლო­ე­ვი პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვის­თა­ნა­ვე მას­შტა­ბურ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა - არის თუ არა ის სა­ქარ­თვე­ლოს აგენ­ტი, ამა­ზე ალ­ბათ კი­დევ დიდ­ხანს იქ­ნე­ბა მსჯე­ლო­ბა. ოპო­ზი­ცი­ის­თვის კი, რო­გორც რე­ფე­რენ­დუ­მის ჩაგ­დე­ბა, ეს თე­მაც დიდ­ხანს იქ­ნე­ბა მას­ზე ზე­წო­ლის ბერ­კე­ტი..." - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა გა­და­ცე­მა Соловьев Live -თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­მოთ­ქმუ­ლი რუსი პო­ლი­ტო­ლო­გის, სერ­გეი კა­რა­უ­ხო­ვის ვა­რა­უ­დებს, რომ "ახა­ლარ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტ გაგ­ლო­ევს ქარ­თულ და სხვა ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან კავ­ში­რი აქვს".

გა­და­ცე­მის წამ­ყვან, ვა­სი­ლი სო­ლო­ვი­ოვ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში კა­რა­უ­ხო­ვი გაგ­ლო­ევს რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის რე­ფე­რენ­დუ­მის ჩაგ­დე­ბის გამო, ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბით და­ე­მუქ­რა. მი­სი­ვე თქმით, გაგ­ლო­ე­ვი სა­ქარ­თვე­ლოს­თან ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბის გამო ჩა­კე­ტი­ლი გზის გახ­სნის მომ­ხრე იყო.

ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი გან­მარ­ტე­ბას ითხოვს, თუ რა იგუ­ლის­ხმა რუს­მა პო­ლი­ტო­ლოგ­მა, გაგ­ლო­ე­ვის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას, სა­დაც ის "პრე­ზი­დენტს" სა­ქარ­თვე­ლო­სა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში აშშ-ის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­საძ­ლო ლო­ბი­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

მათი მტკი­ცე­ბით, რუსი პო­ლი­ტო­ლო­გის პო­ზი­ცია ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სამ­ხრეთ ოსეთ­სა და რუ­სეთს შო­რის სა­მო­კავ­ში­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებს, რად­გან რე­ა­ლო­ბას­თან სრუ­ლი­ად შე­უ­სა­ბა­მოა...

"ად­გი­ლობ­რი­ვი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, პრე­ზი­დენ­ტო­ბის ყვე­ლა კან­დი­და­ტი სპე­ცი­ა­ლურ შე­მოწ­მე­ბას გა­დის, რაც გა­მო­რი­ცხავს უმაღ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იმ ადა­მი­ა­ნის შეღ­წე­ვას, რომ­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში შე­საძ­ლოა ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო საქ­მი­ა­ნო­ბის ნიშ­ნე­ბი არ­სე­ბობს. გაგ­ლო­ე­ვის ბი­ოგ­რა­ფია და ბექგ­რა­უნ­დი მსგავ­სი ეჭ­ვის სა­ფუძ­ველ­საც არ იძ­ლე­ვა, რად­გან გაგ­ლო­ე­ვი უშიშ­რო­ე­ბის ოფი­ცე­რია, ასე­ვე, მო­ნა­წი­ლე­ობ­და 2008 წლის ომში, რომ­ლის დრო­საც გაგ­ლო­ე­ვის ოჯახს ტრა­გე­დია შე­ემ­თხვა" - აცხა­დე­ბენ ე.წ. უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში.

თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ცნო­ბით, მისი მშობ­ლე­ბი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლნენ და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომ­თან კავ­ში­რი არ აქვთ...

ekhokavkaza.com-თან აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მის გან­ხილ­ვი­სას, რუსი პო­ლი­ტო­ლო­გი ნი­კო­ლაი სი­ლა­ე­ვი ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა რა მო­საზ­რე­ბე­ბით არ­ჩევს სო­ლო­ვი­ე­ვი სტუმ­რებს.

"ის კრემ­ლის მთა­ვა­რი რუ­პო­რია და შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ტე­რე­სი დი­დია. კარ­ნა­უ­ხოვ­მა ეს ვერ­სია ვი­თომ გან­სა­ხილ­ვე­ლად შე­მო­აგ­დო, ამი­ტომ ძნე­ლია გა­მო­იც­ნო, რა დევს ამ ყვე­ლაფ­რის უკან..." - ამ­ბობს სი­ლა­ე­ვი.

ოსი პო­ლი­ტო­ლო­გის ირი­ნა გაგ­ლო­ე­ვას თქმით, ეს არის ბინ­ძუ­რი ტექ­ნო­ლო­გია მათ­გან, ვი­საც ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის გა­მარ­ჯვე­ბის გამო რე­ვან­ში უნდა აი­ღოს.

"ამი­ტომ ისი­ნი ისე­თი თე­მის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე მი­დი­ან, რაც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია - ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა" - მი­აჩ­ნია მას.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მო­საზ­რე­ბით, გაგ­ლო­ე­ვიც და ბი­ბი­ლო­ვიც რუ­სუ­ლი კად­რე­ბია, თუმ­ცა საქ­მე ის არის, რომ ისი­ნი ორი და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი კლა­ნი­დან არი­ან, სა­დაც ორი­ვე მხა­რე გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძვის, მთა­ვა­რია, ვინ უფრო ღირ­სე­უ­ლად...

"საქ­მე ის არის, რომ ბი­ბი­ლოვ­მა წა­ა­გო და თით­ქოს ღირ­სე­უ­ლად აღი­ა­რა, მაგ­რამ ეტყო­ბა, ისი­ნი არ გა­ჩერ­დნენ, ვინც მის უკან იდგა. ბი­ბი­ლო­ვი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის კლანს წარ­მო­ად­გენ­და, შო­ი­გუს გუნდს კი, უკ­რა­ი­ნის ომის გამო, ისე­დაც არ აქვს საქ­მე კარ­გად. ამი­ტომ ყვე­ლა მხა­რეს ძა­ლა­უფ­ლე­ბის მორღვე­ვას ვერ აი­ტანს. გაგ­ლო­ე­ვის ქარ­თულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აბ­სურ­დი მგო­ნია" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი იანა კო­კო­ი­თი.