გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: მოიგონებენ რაღაც პრობლემას და უნდათ, რომ დახატონ მეორედ მოსვლა - თუ სახელმწიფო ინტერესი გაქვს, დღეს ხომ მაინც უნდა გაჩერდე?

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: მოიგონებენ რაღაც პრობლემას და უნდათ, რომ დახატონ მეორედ მოსვლა - თუ სახელმწიფო ინტერესი გაქვს, დღეს ხომ მაინც უნდა გაჩერდე?

ოპოზიციას არ აქვს არაფერი დღის წესრიგში, მოიგონებენ რაღაც პრობლემას, უნდათ, რომ გადაჭრან და ამის შემდეგ დახატონ მეორედ მოსვლა - თუ შენ პარტიული ინტერესი არ გაქვს და სახელმწიფო ინტერესი გაქვს, დღეს ხომ მაინც უნდა გაჩერდე?!, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას, რომ ხელისუფლების ინტერესში არ არის საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

მისი თქმით, მას აქვს განცდა, რომ ევროკავშირში იქნებიან ადამიანები, ვინც გონიერ და რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ტრიბუნასთან ამბობს, რომ უნდა გაერთიანდნენ, მეორე მომენტში აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ არაევროპულ გადაწყვეტილებებს გადაწყვეტილებებს იღებს.

„პასუხისმგებლობა ხელისუფლების არის, როდესაც ისაა ხელისუფლებაში, თუმცა, ამას გააჩნია თავისი საფუძვლები და არგუმენტები. რაც შეეხება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას, აქ მთავარი ფაქტორი არის საქართველოს საზოგადოების გადაწყვეტილება. მაქვს ძალიან მაღალი იმედი, რაც ყოველი დღე გადის და რასაც სიტუაციას ვუყურებ - ჩვენი მხრიდან რა ვიზიტებიც ხორციელდება და როგორი ახსნებიც კეთდება ევროკავშირთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირში იქნებიან ადამიანები, ვინც გონიერ და რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც. ეს იქნება ნიშანი რუსეთის ფედერაციისთვისაც, რომ საქართველოსთან მიმართებაში თუ როგორი დამოკიდებულება გააჩნია ევროკავშირს.

[ოპოზიციას] არ აქვს არაფერი დღის წესრიგში, მერე მოიგონებენ რაღაც პრობლემას, უნდათ, რომ გადაჭრან და ამის შემდეგ დახატონ მეორედ მოსვლა, მაგრამ მთავარი არის ის, რომ საქართველოს საზოგადოება ამას კარგად ხედავს, არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი. ტრიბუნასთან ამოვლენ, „გავერთიანდეთ, ხალხო დაა ყველამ ერთიანად მივმართოთ ევროპას“, იტყვიან და ამის შემდეგ, ერთ წამში იწყებენ, რომ „ქართული ოცნება“ არაევროპულ გადაწყვეტილებებს იღებს და ის არ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. თუ შენ პარტიული ინტერესი არ გაქვს და სახელმწიფო ინტერესი გაქვს, დღეს ხომ მაინც უნდა გაჩერდე?!“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.