"არ გვინდა ნატო“, „შეწყვიტეთ ჩვენი ბიჭების სასაკლაოზე გაგზავნა“ - ამ ტრანსპარენტებით მივიდა დღეს მოქალაქეთა მცირე ჯგუფი ბათუმში, ერას მოედანზე და ავღანეთში ქართველი სამხედროების ყოფნა გააპროტესტა.
„ხელისუფლება გამოფხიზლდეს და ნუ გააგრძელებს წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ რიტორიკას, რომ ჩვენ გვინდა მხოლოდ ნატო და არ გვინდა რუსეთი, რომ რუსეთი არის მხოლოდ მტერი, აგრესორი და ოკუპანტი.
ჩვენ არ გვესმი,ს რატომ ჰყავს ავღანეთში ყველაზე დიდი კონტიგენტი, როდესაც ჩვენ ვართ ყველაზე მცირერიცხოვანი ერი. როდესაც ჩვენ უარს გვეუბნებიან ნატოზე და წლობის განმავლობაში გვპირდებიან, რომ ხან მაპს მოგვცემენ, ხან მიგვიღებენ ნატოში; ამის ფონზე არის ზუსტად გაუგებარი, რატომ იხოცებიან ჩვენი ახალგაზრდები. ვთხოვთ დღევანდელ ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ დაიწყონ ჩვენი ჯარისკაცების გამოყვანა ავღანეთიდან,“ - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა მერაბ გორგაძემ.
ერას მოედანზე გამართულ აქციაში 15-მდე ადამიანი მონაწილეობდა.