მაკა ბოჭორიშვილი კუბილიუსის წერილზე: ფაქტობრივად, აჯანყებისკენ ღია მოწოდებაა

მაკა ბოჭორიშვილი კუბილიუსის წერილზე: ფაქტობრივად, აჯანყებისკენ ღია მოწოდებაა

ძალიან სამწუხაროა, რომ ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსი, როგორიც არის ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, მსგავსი შინაარსის წერილს აქვეყნებს საქართველოს მოსახლეობის მისამართით - ეს ფაქტობრივად აჯანყებისკენ ღია მოწოდებაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„ქართველი ხალხი დემოკრატიული გზით ირჩევს ქვეყნის ხელისუფლებას . ეს მათ გააკეთეს 2020 წელს და ანდრიუს კუბილიუსს მოუწევს 2024 წლამდე დაელოდოს ქართველი ხალხის მორიგ არჩევანს. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ჩვენ ვირჩევთ ხელისუფლებას დემოკრატიული გზით. მსგავსი მოწოდებები ნამდვილად არ ჰგავს მეგობრების მოწოდებებს და თან იმ დროს, როდესაც ჩვენ ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე სხვაგვარ მხარდაჭერას მეგობრების მხრიდან“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპარლამენტარებმა – ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართეს.

Aburjga Tasmanieli გამოაცხადეთ ეს ღორიშვილი კუბილიუსი, კუბილიუსები და პავილიონისები პერსონა ნონ გრატად, რაღას ელოდებით?! დასანამ კიდევ დროა გამოიტანეთ ის სამარცხვინო თხოვნა, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე გაქვთ შეტანილი. გამოიტანეთ!!!
2 წლის უკან