ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა არ არის მზად, ბელორუსის გავლით მარცვლეულის ექსპორტი განიხილოს, დიდ მოცულობაზეა საუბარი და გვესმის, ეს რატომაც შემოგვთავაზეს - არ ვართ მზად, დავეხმაროთ ჩვენს „მეგობრულ“ მეზობლებს

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა არ არის მზად, განიხილოს ბელორუსის გავლით მარცვლეულის ექსპორტის ვარიანტი.

„რაც შეეხება ბელორუსებს, ეს ღია ინფორმაციაა - შემოგვთავაზეს ბელორუსის რკინიგზით გავლით ექსპორტი. დიახ, ჩვენ გვესმის, რა მოცულობაზეცაა საუბარი და ისიც გვესმის, რატომაც შემოგვთავაზეს ეს. არ ვართ მზად ამ ფორმატში ვიმუშაოთ და დავეხმაროთ ჩვენს „მეგობრულ“ მეზობლებს“, - განუცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს.