საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავღანეთში იმყოფება. სამხრეთ-დასავლეთ რეგიონალური სარდლობის ხელმძღვანელთან, გენერალ-მაიორ უოლტერ მილერთან ერთად, თავდაცვის მინისტრმა დაჭრილი სამხედროები მოინახულა. ირაკლი ალასანიამ ქართველ სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მათი მკურნალი ექიმებისგან პირადად მიიღო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დაჭრილ სამხედროებს გაესაუბრა. მან ჯარისკაცებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
გუშინ, ქართულ ბაზაზე ტერაქტის შედეგად 9 ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა. სამხედროები ბაზა „ბასტიონზე" მდებარე ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში გადიან მკურნალობას. უმეტეს მათგანს ბაროტრამვა აღენიშნება. 42-ე ბატალიონის სამხედრო ექიმის, მაიორ ზურაბ ზაქარაიას თქმით, ქართველი გმირების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.