ბაიდენი ამბობს, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, დათმობს თუ არა თავის ტერიტორიას

ბაიდენი ამბობს, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, დათმობს თუ არა თავის ტერიტორიას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ეს უკრაინის გადასაწყვეტია“, როდესაც ჰკითხეს, დათმოს უნდა თუ არა უკრაინამ თავისი ტერიტორიის ნაწილი მშვიდობის მისაღწევად და რუსეთის შეჭრის დასასრულებლად.

„მე არ ვაპირებ მათ ვუთხრა, რა უნდა გააკეთონ და რა არ უნდა გააკეთონ. მე თავიდანვე განვაცხადე, რომ არაფერი გადაწყდება უკრაინაზე უკრაინის გარეშე. ეს მათი ტერიტორიაა. მე არ ვაპირებ მათ ვუთხრა რა უნდა გააკეთონ და რა არ უნდა გააკეთონ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენის თქმით, როგორც ჩანს, რაღაც მომენტში საჭირო იქნება დარეგულირება ორ ქვეყანას შორის და დასძინა, რომ არ იცის, რას გამოიწვევს ეს.