ანგელა მერკელმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა

ანგელა მერკელმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, ხოლო რუსეთის მიერ წარმოებულ ომს ბარბაროსული ომი უწოდა.

ანგელა მერკელი უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხზე თვეების განმავლობაში დუმდა, რის გამოც, საკუთარ პარტიაში კრიტიკის სამიზნე გახდა.

ყოფილმა კანცლერმა განაცხადა, რომ გვერდიდან რჩევების მიცემას არ აპირებს, მაგრამ მხარს უჭერს გერმანიის მთავრობის ძალისხმევას დასრულდეს ეს ბარბაროსული ომი.

„ჩემი სოლიდარობა უკრაინას, რომელსაც თავს დაესხა და რომელშიც შეიჭრა რუსეთი. მხარს ვუჭერ მის უფლებას თავი დაიცვას“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.