ლატვიის პრემიერ-მინისტრი: რაც უფრო მკაცრ სანქციებს დავაწესებთ, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი უკრაინაში

ლატვიის პრემიერ-მინისტრი: რაც უფრო მკაცრ სანქციებს დავაწესებთ, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი უკრაინაში

ყველაზე მთავარია, რომ ევროკავშირი ერთიანია მიზნის მისაღწევად, მიზანი კი უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შეჩერებაა, - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშიმ განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო მკაცრ სანქციები დაწესდება, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი უკრაინაში.

„გვაქვს ორი მექანიზმი. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას ეკონომიკური თვალსაზრისით და იარაღი გადავცეთ. ასევე, ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები რუსეთის იზოლაციაში მოსაქცევად. მეექვსე პაკეტი ითვალისწინებს ნავთობზე ემბარგოს დაწესებას და ჯერ ორი მესამედით შევამცირებთ რუსული ნავთობის იმპორტს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ვეღარ მიიღებს იმ ფულის ორი მესამედს, რომელსაც ომის დასაფინანსებლად იყენებდა. რაც უფრო მკაცრ სანქციებს დავაწესებთ, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი უკრაინაში. 24 თებერვლიდან ლატვია ითხოვს სრულ ენერგოდამოუკიდებლობას.

დღეს მთავარი ჩვენი ერთიანობაა. ეს არის ფანტასტიკური ნაბიჯი სწორი მიმართულებით. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო მეტად გაურთულებს ვლადიმერ პუტინს ომის დაფინანსებას. ყველა წევრი ქვეყნის ინტერესშია ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა. ბოლო 20-30 წლის მანძილზე ევროკავშირის წევრი ქვეყნები ინფრასტრუქტურას აშენებდნენ. ზოგიერთი ევროპული ქვეყნისთვის მარტივია და ნაწილისთვის უფრო რთულია, მაგრამ ყველა ერთი მიმართულებით მივდივართ“, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.