ბორელი: უნდა გავუძლოთ - ომი ხანგრძლივი იქნება, რუსეთის ქმედებების აგრესიულობა მხოლოდ გაიზრდება

ბორელი: უნდა გავუძლოთ - ომი ხანგრძლივი იქნება, რუსეთის ქმედებების აგრესიულობა მხოლოდ გაიზრდება

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი შეიძლება გაჭიანურდეს, რის გამოც, აგრესორისთვის დამატებითი სანქციების დაწესება მოითხოვა.

„ჩვენ უნდა გავუძლოთ. ომი ხანგრძლივი იქნება, რუსეთის ქმედებების აგრესიულობა მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისათვის საბრძოლო საშუალებების მიწოდება, ასევე რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

ევროკავშირის მაღალჩინოსნის თქმით, რუსული ეკონომიკა უკვე იწყებს გაჩერებას და რუსეთზე შემდგომი სასანქციო ზეწოლა უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო ხელსაყრელი პოზიცია დაიკავოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში.