Reuters: თურქეთი რუსეთთან და უკრაინასთან ბოსფორის სრუტის გავლით მარცვლეულის ექსპორტის დერეფნის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს

Reuters: თურქეთი რუსეთთან და უკრაინასთან ბოსფორის სრუტის გავლით მარცვლეულის ექსპორტის დერეფნის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს

თურქეთი ბოსფორის სრუტის გავლით მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფნის გახსნის შესახებ რუსეთსა და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, თურქეთი მზადაა წვლილი შეიტანოს ოდესიდან მარცვლეულის ექსპორტის მონიტორინგში შავი ზღვის გავლით.

უკრაინის პორტები შავ ზღვაში რუსეთს ამ დრომდე ბლოკირებული აქვს, რის გამოც მარცვლეულის ექსპორტი შეჩერებულია.