კავსაძის და ბერიკაშვილის იუბილე(VIDEO)

კავსაძის და ბერიკაშვილის იუბილე(VIDEO)

საიუბილეო ღონისძიება თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის "უკვდავთა თაღში" საქართველოს სახალხო არტისტების, კახი კავსაძისა და გივი ბერიკაშვილის ხელის ანაბეჭდების მემორიალის გახსნით დაიწყო. იუბილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო. მან მადლობა გადაუხადა ცნობილ ქართველ მსახიობებს ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ ამაყობს მათთან მეგობრობით.

ღონისძიება კახი კავსაძის 78 წლის და გივი ბერიკაშვილის 80 წლის იუბილის აღსანიშნავად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო.