უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, ომის დანაშაულებებისთვის სასამართლოს წინაშე კიდევ 48 რუსი ჯარისკაცი წარდგება

უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, ომის დანაშაულებებისთვის სასამართლოს წინაშე კიდევ 48 რუსი ჯარისკაცი წარდგება

უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ ომის დანაშაულებებისთვის სასამართლოს წინაშე კიდევ 48 რუსი ჯარისკაცი წარდგება.დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ირინა ვენედიქტოვამ აღნიშნა, რომ ქვეყნის ოფიციალურ პირებს დაახლოებით 600 ეჭვმიტანილის სია აქვთ, რომლებიც, სავარაუდოდ, ომის დანაშაულებში იყვნენ ჩართულნი.

მისივე თქმით, დაახლოებით 13 ათას საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც რუსეთის სავარაუდო სამხედრო დანაშაულს ეხება.

„ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ელიტა უპირობოდ დაუბრუნდა ძალადობის სასტიკი ომის ტაქტიკას. სამოქალაქო მოსახლეობა და სამოქალაქო ობიექტები, საავადმყოფოების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საცხოვრებელი კორპუსების ჩათვლით, ფართოდ და სისტემატურად, განზრახ არის მიზანში ამოღებული, რუსული ძალების მიერ დაშვებული დარღვევები წარმოადგენს ენით აუწერელ მიზანმიმართულ სისასტიკესა და ძალადობას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ომის შედეგად 4600 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 232 ბავშვია, თუმცა მსხვერპლის რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, უფრო დიდია“, - განაცხადა ირინა ვენედიქტოვამ.