აშშ-ის თავდაცვის მდივანი: უკრაინასთან დაკავშირებით ვლადიმირ პუტინის საერთო სტრატეგია უცნობია

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: უკრაინასთან დაკავშირებით ვლადიმირ პუტინის საერთო სტრატეგია უცნობია

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საერთო სტრატეგია უცნობია.

ოსტინმა აღნიშნა, რომ ომის დაწყებისას პუტინი გეგმავდა აბსოლუტური ძალის გამოყენებას, რათა სწრაფად აეღო კიევი და შეეცვალა უკრაინის მთავრობა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და რუსულმა ძალებმა უკან დაიხიეს.

„მოლოდინი შეიძლება იყოს, რომ ის შეეცდება გამოიყენოს ძალაუფლების სხვა ბერკეტები ან ძალაუფლების სხვა ინსტრუმენტები, და ის ამას აკეთებს, მაგრამ თუ როგორია მისი საერთო სტრატეგია, ეს უცნობია“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.