იაგო ხვიჩია: ქართველ მოსამართლეებს ამერიკაში გადამზადება რას უშველის?!

იაგო ხვიჩია: ქართველ მოსამართლეებს ამერიკაში გადამზადება რას უშველის?!

ქართველ მოსამართლეებს ამერიკაში გადამზადება რას უშველის?! ამ მოსამართლეებზე ხელი უფრო ადრე იყო ჩასაქნევი, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, რაც არ უნდა ვთქვა, მკითხაობასავით გამომივა, მაგრამ ძალიან გაკვირვებული ვარ, ზოგადად, რაში ხარჯავენ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულს?! ქართველ მოსამართლეებს ამერიკაში გადამზადება რას უშველის?! ამ მოსამართლეებზე ხელი უფრო ადრე იყო ჩასაქნევი და ლოგიკური იქნება, რომ ახლა მივიდნენ ამერიკელები ამ დასკვნამდე“, - განაცხადა - ხვიჩიამ.

„მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში სავარაუდოდ, აღარ გაემგზავრება. გავრცელებულ ინფორმაციაზე ჯერ ოფიციალური პასუხი მხარეებისგან ცნობილი არ არის.