რამაზ საყვარელიძე: რუსეთი დამარცხებისთვის დღეს თუ არა ხვალ განწირულია, ამიტომაც აღარ უნდა წახვიდე რუსეთისკენ

რამაზ საყვარელიძე: რუსეთი დამარცხებისთვის დღეს თუ არა ხვალ განწირულია, ამიტომაც აღარ უნდა წახვიდე რუსეთისკენ

რუსეთი დამარცხებისთვის დღეს თუ არა ხვალ განწირულია. ასეთ რუსეთთან, ეს დაახლოებით, იგივეა, მთვრალ კაცს რომ „ლიმონკა“ ან თოფი უკავია და როგორ მოიქცევი ასეთ კაცთან? - ფრთხილად!, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა, პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ აშშ-ის პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.

„ის, რაც დღეს რუსეთზე ვიცით, რომ არის გაუტანელი, აგრესიული და დიდი ბედნიერება იქნებოდა, სხვაგან რომ ვიყოთ, მაგათი მეზობლობის გარდა, ეს ჯერჯერობით გვეყოფა, რუსეთისკენ რომ არ წახვიდე. ამავე დროს რუსეთი სტრატეგიულ საკითხებში ხშირად ცდება და ეს ზოგად მარცხს იწვევს. ამიტომაც აღარ უნდა წახვიდე რუსეთისკენ, რადგან იგი დამარცხებისთვის დღეს თუ არა ხვალ განწირულია. ასეთ რუსეთთან, ეს დაახლოებით, იგივეა, მთვრალ კაცს რომ „ლიმონკა“ ან თოფი უკავია და როგორ მოიქცევი ასეთ კაცთან? - ფრთხილად! ფრთხილად, რადგან ის, რაც 2008 წელს მოხდა, როდესაც იარაღი ავიღეთ, იქაც რეალურად ჯარისკაცებმა მაგრად იბრძოლეს და უფროსობა გამოიქცა უკან!“, - განაცხადა საყვარელიძემ.