ვოლოდიმირ ზელენსკი: გამარჯვება ძალიან რთული იქნება, სისხლიანი, მაგრამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი: გამარჯვება ძალიან რთული იქნება, სისხლიანი, მაგრამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ

ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი, მართალია, მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ადრე ფიქრობდა, რომ ომის დასრულება დიალოგით იქნებოდა შესაძლებელი და რომ ამ დიალოგში შესაძლებელი იქნებოდა ბევრ კითხვაზე პასუხის პოვნა და ბევრი გამოსავლის პოვნა.

"ახლა კი მანქანას ჰგავს - არა ბენზინის ან ელექტრო მანქანას, არამედ ჰიბრიდს, ამიტომაა ომი ასეთი რთული. გამარჯვება კი ძალიან რთული იქნება. ამ ომში გამარჯვება აუცილებლად იქნება ბრძოლაში, მაგრამ დასასრული იქნება დიპლომატიაში. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან არის რაღაც, რასაც მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის გარდა, ვერ დავასრულებთ... იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ყველაფრის დაბრუნება, ხოლო რუსეთის ფედერაციას არ სურს არაფრის დათმობა. ამიტომ, დასასრული იქნება ასეთი“, - დასძინა ზელენსკიმ.