„აზოვის“ პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუაციის შესახებ ისაუბრა.
„აზოვის“ პოლკის მეთაურის თქმით, მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, ბლოკადისა და მომარაგების არარსებობისა, ისინი ყოველთის სამ მნიშვნელოვან პირობაზე საუბრობდნენ: სამოქალაქო პირებზე, დაშავებულებსა და გარდაცვლილებზე.
მისივე თქმით, ქვეყნის უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, გარნიზონის სამხედროების სოცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების თაობაზე და ასევე, შეჩერებულიყო ქალაქის დაცვა.
„მოვახერხეთ სამოქალაქო პირების ევაკუაცია, მძიმედ დაშავებულებმა მიიღეს საჭირო დახმარება, მათი ევაკუირება განხორციელდა შემდგომი გაცვლისა და უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანის პირობით. რაც შეეხება გარდაცვლილ გმირებს - პროცესი გრძელდება. იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში ახლობლები და მთელი უკრაინა შეძლებს პატივით დაკრძალონ თავიანთი გმირები“,- განაცხადა პროკოპენკომ.