ირაკლი ქადაგიშვილი სააკაშვილზე: ოჯახი ითხოვს, გვაჩუქეთ პატიმარიო, არ არის კანონით ისე, რომ პატიმრის ჩუქება შეიძლებოდეს

ირაკლი ქადაგიშვილი სააკაშვილზე: ოჯახი ითხოვს, გვაჩუქეთ პატიმარიო, არ არის კანონით ისე, რომ პატიმრის ჩუქება შეიძლებოდეს

ოჯახი ითხოვს, რომ გვაჩუქეთ პატიმარიო, არ არის კანონით ისე, რომ პატიმრის ჩუქება შეიძლებოდეს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ოჯახი და მისი გულშემატკივრები ამბობენ, რომ საქართველოში მისი ყოფნა მისთვის დამაზიანებელია.

„სასამართლო მიმდინარეობს იმ ფაქტზე, რომელსაც მთელი საქართველო ლამის პირდაპირ ეთერში ვუყურებდით. ჯერ მიტინგის უმოწყალოდ დარბევა, შემდეგ „იმედის“ დარბევა.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ოჯახი ითხოვს, რომ გვაჩუქეთ პატიმარიო, არ არის კანონით ისე, რომ პატიმრის ჩუქება შეიძლებოდეს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.