პაატა მანჯგალაძე სააკაშვილზე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გადარჩეს, მისმა ფატალურმა შედეგმა შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება

პაატა მანჯგალაძე სააკაშვილზე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გადარჩეს, მისმა ფატალურმა შედეგმა შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ადამიანი გადარჩეს. მისმა ფატალურმა შედეგმა შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

„როგორ ვიცი, ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოში შეუძლებელია ადეკვატური ჯანდაცვის სერვისის მიღება, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ადამიანი გადარჩეს. არის ჩვეულებრივი პატიმარი, მაგრამ ასევე განსაკუთრებულობაა იმაში, რომ მისმა ფატალურმა შედეგმა შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება, ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.