მმართველი პარტიის ოპოზიციისადმი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე ბრალდებებს ნონა მამულაშვილი კონტრბრალდებებით პასუხობს

მმართველი პარტიის ოპოზიციისადმი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე ბრალდებებს ნონა მამულაშვილი კონტრბრალდებებით პასუხობს

ვინ უთხრის საქართველოს სახელმწიფოებრიობას ძირსა და ევროატლანტიკურ გზას კითხვის ნიშნის ქვეშ ვინც აყენებს, ესაა „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა განაცხადა.

„ვინ უთხრის საქართველოს სახელმწიფოებრიობას ძირსა და ევროატლანტიკურ გზას კითხვის ნიშნის ქვეშ ვინც აყენებს, ესაა „ქართული ოცნება“. შემთხვევითი არ არის, რომ უქმდება შეხვედრები და მერე უვარდებიან სახლში იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას აჩვენონ, რომ ქართულ, ჯიგრულ პონტში შეხვედრა მაინც მოხდა“, - განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

მმართველი პარტია ოპოზიციას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები განმარტავენ, რომ ოპოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესებს შეგნებულად ვნებს იმისათვის, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიენიჭოს. უმრავლესობა გასულ წლებსაც იხსნებს და განმარტავს, რომ ოპოზიცია ანალოგიურად მოქმედებდა მაშინაც, როდესაც საქართველო უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ელოდებოდა.