ირაკლი ზარქუა:  პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში - პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

ირაკლი ზარქუა: პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში - პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

რა პრეტენზიებიც არ უნდა წამოაყენონ ჩვენი ქვეყნის და ლიდერების მიმართ, მათი ბრალდებები, სისულელეები და შტერობები ომს ვერ გახსნის საქართველოში, პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა - დღეს არიან, ხვალ არ იქნებიან,- ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომ ყველა რუსი ოლიგარქი უნდა დასანქცირდეს, მათ შორის, ივანიშვილიც.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, პოდოლიაკის განცხადებები მისთვის საინტერესო არ არის.

„ბატონი პოდოლიაკი არის რიგითი ვიღაც, ვინც შემთხვევით მოხვდა (უკრაინის ხელისუფლებაში), რადგან თავის დროზე იყო რუსული პოლიტიკის გამტარებლის იანუკოვიჩის მრჩეველი, ბელარუსია თუ არ ვცდები და არა უკრაინელი, მერე ჟურნალისტობდა და ნათქვამი აქვს, მთავარია ფულს გადამიხდიან და იმ პოზიციას დავიჭერო. ასეთი ადამიანის განცხადება საინტერესო არ არის. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ვამბობთ, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, რადგან ჩვენ ეს გამოვცადეთ 2008 წელს. ვერც პოდოლიაკები და მსგავსი ღირებულების მქონე ადამიანები ვერაფერს დააკლებენ ქართულ- უკრაინულ ურთიერთობებს, რაც არ უნდა ეცადონ. მათი ბრალდებები, სისულელეები და შტერობები ომს ვერ გახსნის საქართველოში, მეორე ფრონტი აქედან არ იქნება, ამას ვერ მიაღწევენ, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩვენს ქვეყანას ომი არ სჭირდება, ვინც არ უნდა გაბრაზდეს, რა პრეტენზიებიც არ უნდა წამოაყენოს ჩვენი ქვეყნის და ლიდერების მიმართ, ეს არის მეათეხარისხოვანი, პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს და ამას ჩვენ ვაფრთხილებდით პოროშენკოს, მერე რომ თმებით ითრევდა, იგივე ვუთხარით ზელენსკისაც, ეს მისი გადასაწყვეტია, ამას გაითვალისწინებდა თუ არა, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ხალხს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. დანარჩენი, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა, დღეს არიან, ხვალ არ იქნებიან", - განაცხადა ზარქუამ.