სვიატოსლავ პალამარი: მე და მეთაურობა „აზოვსტალის” ტერიტორიაზე ვიმყოფებით, გრძელდება გარკვეული ოპერაცია, რომლის დეტალებზეც არ ვისაუბრებ - მადლობა მსოფლიოს, მადლობა უკრაინას, შევხვდებით

სვიატოსლავ პალამარი: მე და მეთაურობა „აზოვსტალის” ტერიტორიაზე ვიმყოფებით, გრძელდება გარკვეული ოპერაცია, რომლის დეტალებზეც არ ვისაუბრებ - მადლობა მსოფლიოს, მადლობა უკრაინას, შევხვდებით

“აზოვის” პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი აცხადებს, რომ პოლკის მეთაურები მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის ტერიტორიაზე რჩებიან.

ამის შესახებ პალამარმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც „ტელეგრამზე“ გავრცელდა.

პალამარი არ საუბრობს ოპერაციის დეტალებზე, თუმცა მიმართვაში მსოფლიოს და უკრაიანას მადლობას უხდის.

„85-ე დღეა ომის, მე და მეთაურობა "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე ვიმყოფებით, გრძელდება გარკვეული ოპერაცია, რომლის დეტალებზეც მე არ ვისაუბრებ. მადლობა მთელ მსოფლიოს, მადლობა უკრაინას, შევხვდებით“,- განაცხადა მან.

არსებული ინორმაციით, 16 მაისის შემდეგ მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხნიდან 1 000-მდე უკრაინელი სამხედრო რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს.