ლობისტური კამპანიის უკან მდგომი ბათუ ქუთელია, როგორც ჩანს, კვლავ აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას

ლობისტური კამპანიის უკან მდგომი ბათუ ქუთელია, როგორც ჩანს, კვლავ აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას

,,ნაცმოძრაობის’’ ხელისუფლების უშიშროების ყოფილი მდივანი, ბათუ ქუთელია, რომელიც ლობისტური კამპანიის უკან იდგა და ამ კამპანიის ორგანიზებაში დოკუმენტურად მხილებულია, როგორც ჩანს, დღესაც აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობს. ქუთელია, სოციალურ ქსელში, ვიოლა ფონ კრამონთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დათო სიხარულიძესა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელ დირექტორ ნინო ევგენიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, 2020 წლის 3 თებერვალს გავრცელდა კონტრაქტი, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2019 წლის ოქტომბერში ჰქონდა გაფორმებული ლობისტურ კომპანია Orion Strategies-თან [ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ კომპანიასთან კონტრაქტებს აფორმებდნენ საქართველოს საელჩო და უშიშროების საბჭო.კონტრაქტის ხელმომწერი “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან სწორედ ბათუ ქუთელია იყო. კონტრაქტის თანახმად, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პლატფორმაზე გამოქვეყნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ „ორიონს“ ლობისტურ საქმიანობაში 250 000 აშშ დოლარს უხდიდა ერთწლიანი მომსახურებისთვის. გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ,,ნაციონალური მოძრაობა,, ლობისტებთან კავშირს ადასტურებდა, თუმცა, აცხადებდნენ, რომ ქუთელიას გვარი იქ შეცდომის შედეგად აღმოჩნდა.