ბრიტანეთის დაზვერვა: „აზოვსტალიდან“ სავარაუდოდ, 1700 უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა - მოსალოდნელია, რომ რუსეთი, როგორც კი მარიუპოლს დაიკავებს, საკუთარ ძალებს დონბასში ოპერაციის გასაძლიერებლად გადაისვრის

ბრიტანეთის დაზვერვა: „აზოვსტალიდან“ სავარაუდოდ, 1700 უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა - მოსალოდნელია, რომ რუსეთი, როგორც კი მარიუპოლს დაიკავებს, საკუთარ ძალებს დონბასში ოპერაციის გასაძლიერებლად გადაისვრის

მარიუპოლის „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან სავარაუდოდ 1700 უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, უცნობია, რამდენი უკრაინელი ჯარისკაცი იმყოფება ამ დროისთვის ქარხნის ტერიტორიაზე.

„როგორც კი რუსეთი მარიუპოლს დაიკავებს, მოსალოდნელია, რომ საკუთარ ძალებს დონბასში ოპერაციის გასაძლიერებლად გადაისვრის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ ომის დაწყების დროიდან მარიუპოლში უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობა ნიშნავს, რომ რუსული ძალები ამ მხარეში ხელახლა უნდა აღიჭურვონ, სანამ ისინი ეფექტურ დისლოცირებას განახორციელებენ.

ამასთან, ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ რუსი მეთაურები ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, რის გამოც ისინი, ძალებს, სავარაუდოდ, ადეკვატური მომზადების გარეშე გადაანაწილებენ.

„რუსი მეთაურები იმყოფებიან ზეწოლის ქვეშ, რომ ოპერატიული მიზნებს დემონსტრაციულად მიაღწიონ. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, გადაანაწილებს თავის ძალებს ადეკვატური მომზადების გარეშე,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.