ვახტანგ მეგრელიშვილი: თუ დასრულდა კონფრონტაცია „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, არც ნიკა გვარამიასა და არც მიხეილ სააკაშვილს სავარაუდოდ ციხეში არაფერი არ ესაქმებათ

ვახტანგ მეგრელიშვილი: თუ დასრულდა კონფრონტაცია „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, არც ნიკა გვარამიასა და არც მიხეილ სააკაშვილს სავარაუდოდ ციხეში არაფერი არ ესაქმებათ

7 თვეა ვლაპარაკობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ არის გასაშვები - მისი საქართველოში, ციხეში ჯდომა უკვე პოლიტიკური დესტაბილიზაციაა, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„შესაბამისად, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მთავარსარდლისა და გენერლის გათავავისუფლება ბრძოლის დროს, როდესაც შენ ფიქრობ, რომ ბრძოლა დასრულდა. მე კონტრარგუმენტი ვერ მოვისმინე ამ ხნის განმავლობაში, რატომ არ შედის ვინმეს ინტერესში მოვლენების ასეთი განვითარება. მე მესმის, რომ ეს გადაწყვეტილება კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს. შეიძლება ამაში გვარამიას დაჭერაც დაეხმაროს. თუ დასრულდა კონფრონტაცია „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, არც ნიკა გვარამიასა და არც მიხეილ სააკაშვილს სავარაუდოდ ციხეში არაფერი არ ესაქმებათ“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

amo ამას გონია რომ ჩაახუჭუჭა, რამე ჭკვიანური თქვა. კრიმინალები არიან, დ ა მ ნ ა შ ა ვ ე ე ბ ი! მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ, გირჩი ხარ, გირჩი.
1 წლის უკან