მიხეილ ყაველაშვილი ნინო ლომჯარიაზე: მისი დამოკიდებულება სააკაშვილთან მიმართებაში აჩენს ისეთ განცდას, რომ ის არა მოქალაქეების, არამედ კონკრეტული კლანის უფლებებს იცავს

მიხეილ ყაველაშვილი ნინო ლომჯარიაზე: მისი დამოკიდებულება სააკაშვილთან მიმართებაში აჩენს ისეთ განცდას, რომ ის არა მოქალაქეების, არამედ კონკრეტული კლანის უფლებებს იცავს

ფაქტია, რომ ბოლო წლებში მისი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში თავისთავად აჩენს ისეთ განცდას, რომ არა სახალხო დამცველია და არა მოქალაქეების უფლებებს იცავს, არამედ კონკრეტული ადამიანის, სწორედ კლანზე მაქვს საუბარი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ქრონიკას“ სახალხო დამცველ, ნინო ლომჯარიაზე საუბრისას განუცხადა.

„ყველა ერთობლივი მესიჯბოქსით გამოდის, რომ თითქოს ესენი [რადიკალური ოპოზიცია] არიან დასავლური ღირებულებების დამცველები და აი ამ პროცესში, ამ ადამიანების გვერდზე დგას ნინო ლომჯარია, რომელიც ამ თემას და ამ ადამიანებთან თავის ურთიერთობას უფრო უფრთხილდება, ვიდრე იმას, თუ როგორიც უნდა იყოს სახალხო დამცველი ნებისმიერ ქვეყანაში. მის მიმართ ძალიან ბევრი უკმაყოფილება გაჩნდა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პროკურატურა სახალხო დამცველს არაობიექტურობაში ადანაშაულებს. ამირან გულუაშვილი ამბობს, რომ ომბუდსმენი ნიკა გვარამიას საქმის მასალებს, მხოლოდ ერთი მხარისგან იცნობს და ნინო ლომჯარია, პროკურატურის პოზიციითა და დოკუმენტებით არ ინტერესდება.