ლევან ბეჟაშვილი: სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული განცხადება ნიკა გვარამიას საქმის სწორედ დეტალების ცოდნაზეა დაფუძნებული

ლევან ბეჟაშვილი: სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული განცხადება ნიკა გვარამიას საქმის სწორედ დეტალების ცოდნაზეა დაფუძნებული

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის თქმით, სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული განცხადება ნიკა გვარამიას საქმის სწორედ დეტალების ცოდნაზეა დაფუძნებული.

„დარწმუნებული ვარ, მის მირ გაკეთებული განცხადება სწორედ საქმის დეტალების რეალურად ცოდნაზეა დაფუძნებული. ამ პროცესის განმავლობაში არაერთხელ საზოგადოებას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ეს საქმე სწორედ პოლიტიკური მოტივებით იყო ნაკარნახევი“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

პროკურატურა სახალხო დამცველს არაობიექტურობაში ადანაშაულებს. ამირან გულუაშვილის განცხადებით, ომბუდსმენი ნიკა გვარამიას საქმის მასალებს მხოლოდ ცალმხრივად იცნობს და პროკურატურის პოზიციითა და დოკუმენტებით არ ინტერესდება.