ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს უბრუნდება „ბორჯომი“. მთავრობა არაფერს დაიბრუნებს კაბალური პირობებით, გქონდეთ ამის ღრმა რწმენა

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს უბრუნდება „ბორჯომი“. მთავრობა არაფერს დაიბრუნებს კაბალური პირობებით, გქონდეთ ამის ღრმა რწმენა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი „IDS ბორჯომის“ მფლობელი კომპანიის განცხადებას გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დეტალები არ გასაჯაროვდება.

„კომერციულ თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. წინასწარ არავინ არაფერს გაასაჯაროებს. საქართველოს უბრუნდება „ბორჯომი“. საქართველოს მთავრობა არაფერს დაიბრუნებს კაბალური პირობებით. გქონდეთ ამის ღრმა რწმენა“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

ღეს ცნობილი გახდა, რომ „IDS ბორჯომის“ მფლობელი კომპანია მზადაა, საქართველოს მთავრობას წილების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს.