BBC: რუსეთი აცხადებს, რომ 900-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი ციხე-კოლონიაში გაგზავნეს

BBC: რუსეთი აცხადებს, რომ 900-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი ციხე-კოლონიაში გაგზავნეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, 900-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი, რომელიც მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში იყო, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ციხე-კოლონიაში გაგზავნეს, - ამის შესახებ BBC წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანაში, რომელსაც მარიუპოლის დამცველები აფარებდნენ თავს, რამდენიმე კვირის განმავლობაში, საკვებისა და წყლის მარაგის დეფიციტი იყო.

ზახაროვა ამბობს, რომ, სამშაბათის შემდეგ, 959 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ჩაჰბარდათ. მისივე განცხადებით, მათგან 51-ს სამედიცინო მომსახურება სჭირდებოდა და ისინი მკურნალობენ, დანარჩენები კი, დონეცკის რეგიონში, ქალაქ ოლენოვკაში მდებარე ციხე-კოლონიაში გაგზავნეს.

კიევის ცნობით, 17 მაისს, „აზოვსტალის“ ქარხნიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე 264 უკრაინელი სამხედრო გაიყვანეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბის ინფორმაციით, მათ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე, გაცვლითი პროცედურის მეშვეობით დააბრუნებენ.