მარია ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო

მარია ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო "სიურპრიზს" ჰპირდება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო მას "სიურპრიზს" ჰპირდება. ამ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება RIA ავრცელებს.

"ეს იქნება სიურპრიზი. ეს ჩვენი თავდაცვის დეპარტამენტის გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ფაქტორების მთელი სპექტრის გათვალისწინებით და იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდება ფინეთის გაწევრიანება ნატოში. გადაწყვეტილება ყოველივე ამის საფუძველზე იქნება მიღებული, მაგრამ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს სამხედროების გადასაწყვეტია“, - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.