შეხვედრა ევროპარლამენტარებთან(VIDEO)

შეხვედრა ევროპარლამენტარებთან(VIDEO)

შეხვედრა პრემიერის რეზიდენციაში გაიმართა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს. პრემიერ--მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის კურსს ალტერნატივა არ გააჩნია; შესაბამისად, იგი წარმოადგენს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გრძელვადიან სტრატეგიულ მიზანს, რაც განპირობებულია ქართველი ხალხის არჩევანით. ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტ ტრანსფორმაციასა და ევროინტეგრაციას.